უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველომ მოხალისე ჯარისკაცებს უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებები შეუქმნა. ამ მიზეზების გამო ზელენსკიმ ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.
"დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებლი ამორალური პოზიციის გამო", - თქვა ზელენსკიმ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - "მკაფიოდ ვაცხადებ, საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს სანქციებში".