logo
ENG



მეცოლა: კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალება

01 მარ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/wb836s31twedtbi.png

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალება. ამის შესახებ მან საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიას ეძღვნება.

"კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალება. აგრესორებისა და ომის მეთაურების ადგილი არაა დემოკრატიის სახლში. 

[...] ევროპის პარლამენტის სახელით ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და გამოვხატავ სოლიდარობას ყველა დაზარალებულისა და ყველა დაღუპულის მიმართ", - თქვა მან. 


close დახურვა