logo
ENG



მწერლები და გამომცემლები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ

01 მარ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
მწერლები და გამომცემლები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ

ქართველი მწერლები და გამომცემლები საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. 

პროტესტის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის პოზიცია და განცხადებებია - პრემიერმინისტრის განცხადებით, არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. 

მან ასევე უარი თქვა, ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გაფრენის ნებართვა მიეცა. ამასთან, პრემიერმინისტრმა არაერთხელ გაიმეორა, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრა წინა ხელისუფლების ბრალია. 

„ქართველი მწერლები და გამომცემლები მოვითხოვთ სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის, ამორალური განცხადებებისა და ქმედებების გამო, სასწრაფოდ გადადგეს თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი!

ამ უმძიმეს ვითარებაში დაუშვებელია ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებასა და ინტერესებს!

დიდება თავისუფლებას!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!”. – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)

ზაალ ანდრონიკაშვილი

დიანა ანფიმიადი

ბექა ქურხული

გიორგი არაბული

ბელა ჩეკურიშვილი

ვასო გულეური

ტორესა მოსი

თამთა მელაშვილი

ნესტან ნენე კვინიკაძე

ნატო ალხაზიშვილი

ქეთი ქანთარია

თორნიკე ჭელიძე

ნათია გიორგაძე

ნუკა ღამბაშიძე

გიორგი შონია

ნიკა ლაშხია

ნინია მაჭარაშვილი

ხათუნა თავდგირიძე

რატი მუჯირი

გვანცა ჯობავა

მანანა მათიაშვილი

ლექსო ქურხული

ზვიად კვარაცხელია

მაია კუდავა

მაკა კასრაძე

მაია ლიპარტელიანი

დათო გორგილაძე

იუნონა გურული

ირინე ჭოღოშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ზურა პოპიაშვილი

პაატა შამუგია

სოფიო კუბლაშვილი

კატო ჯავახიშვილი

ქეთი ნიჟარაძე

რუსუდან რუხაძე

ნანა აბულაძე

თეონა დოლენჯაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი

ლუკა ბაქანიძე


close დახურვა