საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
როგორც მაკრონი ამბობს, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას და კონტაქტებს. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უარესი. დიალოგის შენარჩუნება ხალხის დასაცავად, ზომების მიღება, რომელიც თავიდან აიცილებს ადამიანურ ტრაგედიას, ამ ომის დასრულებას: ეს არის ჩემი ვალდებულება პრეზიდენტ ზელენსკისთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. მე ვარ და დავრჩები ბოლომდე ჩართული", - წერს მაკრონი Twitter-ზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.