logo
ENG



ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს

04 მარ 202211:03
3 წუთის საკითხავი
 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს.

ინსპექციის ცნობით, პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე.

ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.


close დახურვა