logo
ENG



ბლინკენი მოლდოვას მხარდაჭერაზე: როცა ან სადაც არ უნდა იყოს აგრესია, იმავეს გავაკეთებთ

06 მარ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/jr8il542f4a7bhu.jpg

მოლდოვაში შიშობენ, რომ ისინი პუტინის მომდევნო სამიზნე იქნებიან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ვიზიტის დროს შეხვდა ორ ქალ ლიდერს, პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერს ნატალია გავრილიტას.

კითხვაზე, რა გარანტიების მიცემა შეუძლია ვაშინგტონს მოლდოვისთვის, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე, ბლინკენმა უპასუხა, რომ იგივეს გააკეთებენ.

"როცა არ უნდა იყოს, ან სადაც არ უნდა იყოს ეს აგრესია, ჩვენ იგივეს გავაკეთებთ", - თქვა მან.

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ მოიძიებს დაფინანსებას, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელი ლტოლვილების შეფარებაში. 

მოლდოვის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, 128 კილომეტრში, რუსეთის მხარდაჭერილი, სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთია. 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ მას არ აღიარებენ გაეროს წევრი ქვეყნები. მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს იქ სამხედრო ბაზა, სადაც დაახლოებით 15 000 ჯარისკაცია.

 

 

 


close დახურვა