უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 38 ბავშვი დაიღუპა, 71 - დაშავდა.
მისი თქმით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ შეუძლებელია ზუსტი ინფორმაციის დადგენა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლისა და კიევის რეგიონის ქალაქ ირპენში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ.