logo
ENG



უკრაინის პროკურატურამ თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა

06 მარ 202220:16
3 წუთის საკითხავი
clock 17365

უკრაინის პროკურატურამ რუს ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა.

"უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს", - თქვა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ.

ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.

რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, თინა კანდელაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა პოლიტიკოსებს ურჩია, დაეტოვებინათ უკრაინა, რის შემდეგაც ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის პოსტიდან 2014 წელს გააძევეს, ქვეყანაში დაბრუნდება. ვენედიქტოვა წერს, რომ უკრაინულმა პროკურატურამ კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და დაასკვნა, რომ კანდელაკი კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია.

კანდელაკს ბრალდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.

უკრაინამ ბრალდება რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვსაც წაუყენა, რომელიც პუტინის მეგობარია და უკრაინაში ომის მომხრე. 


close დახურვა