logo
ENG



რიჟვაძე: იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?

09 მარ 202202:55
3 წუთის საკითხავი
 
რიჟვაძე: იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?

თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ გასცა პასუხი კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში - უკრაინამ თუ რუსეთმა. 

"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს". - თქვა მან. 

რიჟვაძის ეს ნათქვამი კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა "რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების საჯარო მხარდაჭერად შეაფასა" და განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და არც დიპლომი მიუღია..

უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ რიჟვაძე დოქტორანტურაზე 2015 წელს ჩაირიცხა, 2017 წელს კი საკუთარი სურვილით ამოირიცხა და ხარისხი არ მინიჭებია. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიევის უნივერსიტეტის ამ განცხადებას და მისი დისკრედიტაციის მცდელობაში მედია დაადანაშაულა. 

"სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, "მოიცალეს" ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".- თქვა რიჟვაძემ

მან ასევე დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივით, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გამო აკადემიური შვებულება აიღო.

ამათან, რიჟვაძემ დასვა კონტრშეკითხვა: 

"განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?". - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 


close დახურვა