logo
ENG



გომელაური დოჟდის ჟურნალისტის არშემოშვებაზე: არის კრიტერიუმები, რაღაც ვერ დააკმაყოფილა

09 მარ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყანაში დოჟდის ჟურნალისტის მიხაილ ფიშმანის არშემოშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები და "რაღაც ვერ დააკმაყოფილა".

"ჩვეულებრივად სტანდარტულად ხდება არშემოშვება ადამიანის. არის კრიტერიუმები - სად რჩება, ვისთან მიდის, აღებული აქვს თუ არა უკანა ბილეთი, ბევრი რაღაცაა და რაღაც ვერ დააკმაყოფილა", - თქვა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, შემოშვებაზე გადაწყვეტილებს იღებს მესაზღვრე და არა მინისტრი ან კურატორი მოადგილე.

"ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი, ერთ-ერთი ალბათ ეგეც მოყვა. ეს არის ჩვეულებრივი წესი, მესაზღვრე თვითონ წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ - არა. არ წყვეტს მაგას არც მინისტრი, არც მისი კურატორი მოადგილე. არის თვითონ მესაზღვრე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გომელაურმა.

​5 მარტს საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, დოჟდის ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს. მისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. 

ფიშმანმა ფორმულასთან თქვა, რომ მისთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვადასხვა წყაროებისგან გაიგო, რომ არშემოშვების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობაა. 


close დახურვა