ცარიელი დახლები და მარაგი ამოწურვის ზღვარზე, დღეს მოქალაქეებს სუპერმარკეტების ნაწილში უკვე აღარ დახვდა ფქვილი, ზეთი, შაქარი, მაკარონი. მთავრობა ირწმუნება, რომ პირველი მოხმარების პროდუქტზე შექმნილი დეფიციტი მოსახლეობის პანიკური შესყიდვის შედეგია. ხელისუფლება პასუხისმგებლობას კომპანიებსა და მოქალაქეებს აკისრებს.
ექსპერტების ნაწილი კი თავად მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს, რადგან ნედლეულის უდიდესი წილი ოცნებას ბოლო წლებია, რუსეთიდან შემოაქვს. მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ თემასაც კი მმართველი პარტია სპეკულაციისთვის იყენებს და სვამს კითხვას.
