logo
ENG



ამ ფორმალობის საჭიროება არ დგას, ყოველდღე ვიკრიბებით - ბურჭულაძე უსაფრთხოების საბჭოზე

10 მარ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროება არ დგას. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერთან იკრიბებიან და იქ განიხილავენ მიმდინარე სიტუაციას.

"არ გვახასიათებს ღონისძიებების ჩატარება, PR-ის მოტივაციით. ჩვენ იმავე ფორმატში ვიკრიბებით ყოველდღიურ რეჟიმში. ამ ფორმალობის საჭიროება არ დგას. თუ დადგება ფორმალურად უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების საჭიროება, ჩავატარებთ, რა თქმა უნდა", - ამბობს ბურჭულაძე.


close დახურვა