logo
ENG



რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

10 მარ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების ქმედებებისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა განუზომელ ფასს იხდის - მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაჟინებით ვთხოვ ნატო-ს ქვეყნებს, დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას - დახურეთ ცა უკრაინის თავზე", - აცხადებს ომბუდსმენი.


close დახურვა