logo
ENG



უკრაინას მოკავშირეები €21-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გაუწევენ

11 აპრ 202516:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/cawjs10t2w6dvnd.jpg

უკრაინას მოკავშირეები €21-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ რამშტაინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილმა ისაუბრა.

საუბრის შედეგების ძირითადი პუნქტები ასეთია:

  • კერძოდ, დიდი ბრიტანეთი წელს 4.5 მილიარდ ფუნტს (დაახლოებით 5.3 მილიარდ ევროს) გამოყოფს. ჰილის თქმით, ეს რეკორდული რაოდენობაა.
  • გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას 2029 წლისთვის 11 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, უკვე დაპირებული თანხების გარდა.

ჯონ ჰილის თქმით, 2025 წელი იქნება კრიტიკული მომენტი უკრაინის ომისთვის, როდესაც კიევის მოკავშირეებმა და მათმა თავდაცვის ინდუსტრიებმა უნდა გააძლიერონ მხარდაჭერა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ ევროპა კიევის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში აშშ-სგან ლიდერობას იღებს.

თუმცა, უმეროვმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ არის კიევის „მთავარი პარტნიორი“, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი პიტერ ჰეგსეტი პირადად არ მონაწილეობდა სამიტში, მაგრამ დისტანციურად ჩაერთო.


close დახურვა