logo
ENG



20-25 მარტს საქართველოში NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჩატარდება

12 მარ 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/ftvgehvts0ec0sa.jpg
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-25 მარტს საქართველოში NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჩატარდება.

უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე.

"სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი რიგით მესამეა, რომელიც ნატოს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება', - ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა