რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაჭრილია კიდევ ერთი ჟურნალისტი.
"დამპყრობლები დაუნდობლად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ, უკრაინაში რუსეთის ჯარების სისასტიკეზე სიმართლე აჩვენონ", - თქვა მან.