logo
ENG



მედვედევი, შოიგუ, ზახაროვა და სხვები - ბრიტანეთმა სანქციები კიდევ 370 ადამიანს დაუწესა

15 მარ 202218:25
3 წუთის საკითხავი
 

დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები კიდევ 370 ადამიანს დაუწესა. 

მათ შორის რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრია

სანქციები შეეხო რუსეთის ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას, პროპაგნდისტული არხის, Russia Today-ს რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, რუსეთის პირველი არხის წამყვანს და პროპაგანდისტს, ვლადიმირ სალავიოვს

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს, რომელის ლონდონური საფეხბურთო კლუბის, ჩელსის მფლობელი იყო.

ასევე, რუსეთის დუმის 368 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღაირებას

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი იყო დასავლურ ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა.

გაყინა რუსი ოლიგარქების აქტივები, რუსეთის ცენტრალურ ბანკს და 5 ძირითად კომერციულ ბანკს აუკრძალა ტრანზაქციები. შეაჩერა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ასევე, დააწესა სავაჭრო შეზღუდვები სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, რუსულ არაყზე. 


close დახურვა