logo
ENG



ფორმულა: საქართველო რუს ოლიგარქს აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს

18 მარ 202219:04
3 წუთის საკითხავი
clock 3405

ფორმულას ინფორმაციით, საქართველო რუს მილიარდერს უკრაინაში ომის ფონზე, აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს.

მიხაილოვის ისტორიული საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია - 8 შენობა ეზოებით, ჯამში 20 000 კვადრატულზე მეტი შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად იყიდა. შალვა ბრიუსი, გენერალ ალექსანდრე ლებედთან დაახლოებული ოლიგარქია. ბრიუსს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. შესყიდვა 18 დღის წინ  განხორციელდა. შარშან, ხსენებული საავადმყოფო 40 მილიონი ლარი ღირდა, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა.

9 აპრილის ჯალათთან მეგობრობასთან ერთად, ბრიუსს რუსული წყაროების მიხედვით ბიძინა ივანიშვილთანაც აქვს კავშირები.

უკრაინაში ომის პარალელურად, სახელმწიფო აუქციონში ბრიუსმა გაიმარჯვა და მასზე მორგებული, შეცვლილი აუქციონის პირობებით და 24 მილიონი ლარით ნაკლებად მიიღო ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის შენობა თბილისის ცენტრში.

რუსმა ოლიგარქმა ხელოვნების ცენტრად ეს ადგილი 6 წელში უნდა გადააკეთოს, თან ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანდეს.

 


close დახურვა