
ოკუპირებული დონეცკის ქალაქ ავდეევკაში რუსმა სამხედროებმა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, მაღაზიასა და ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს.
ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 კი დაშავდა. სხვა დეტალები ზუსტდება.