გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდამსხმელებმა 847 სამოქალაქო პირი მოკლეს, 1 399 - დაჭრეს.
ყველაზე მეტი მსხვერპლი დაბომბვებს, არტილერიის მხრიდან სროლებს და საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა.
უკრაინის ინფორმაციით, მოკლულია 115 ბავშვი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
3 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებით გაადგილებულ პირად და ლტოლვილად იქცა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთი ბომბავს სამოქალაქო პირების საცხოვრებელ ადგილებს, მაღაზიებს, საავადმყოფოებს, ქალაქებს და სოფლებს, თუმცა, მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.
ალყაშია ოკუპირებულ დონეცკთან მდებარე ქალაქი მარიუპოლი, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.