logo
ENG



ჯეიკ სალივანი: 24 მარტს ბაიდენი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

22 მარ 202223:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/22/hchs0lveq9wao7e.png

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ხუთშაბათს, 24 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. 

24 მარტს ბრიუსელში NATO-ს რიგგარეშე სამიტი ჩატარდება, რომელსაც ბაიდენიც დაესწრება. 

სანქციების შესახებ ბაიდენი სწორედ მოკავშირეებთან ისაუბრებს. 

"რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ ახალ სანქციებზე იქნება ფოკუსირებული, არამედ იმის უზრუნველყოფაზე, რომ ერთობლივი ძალებით ხდება უკრაინაში შეჭრის აღკვეთა. ეს შემდგომი ფაზის მნიშვნელოვანი ნაწილია". - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ჯო ბაიდენი ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრებს "ენერგოუსაფრთხოებასა და ერთობლივ ნაბიჯებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. 

"პრეზიდენტი ასევე ილაპარაკებს ადამიანის უფლებებზე და უპასუხებს უკრაინიდან ლტოლვილების გაზრდილ ნაკადს". - განაცხადა სალივანმა. 

ჯო ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს G7-ის ფორმატში გამართულ შეხვედრებში. ასევე, ჩავა პოლონეთში, სადაც, როგორც სალივანი ამბობს, "შეხვდება ამერიკელ ჯარისკაცებსაც, რომლებიც NATO-ს ტერიტორიის დაცვაში მონაწილეობენ, ასევე, ექსპერტებს, რომლებიც ჩართულები არიან ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში". აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის ლიდერს, ანჟეი დუდასაც შეხვდება. სალივანმა არ იცის, შეხვდება თუ არა ბაიდენი უკრაინელ ლტოლვ​ილებს


close დახურვა