NATO-ს ლიდერები თანხმდებიან NATO-ს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგებას აღმოსავლეთ ევროპაში - სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და რუმინეთში. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მანვე თქვა, რომ ეს ნიშნავს რეგიონში სამხედრო ალიანსის ყოფნის ხანგრძლივი ვადით ზრდას, რაც გააორმაგებს საბრძოლო ჯგუფების არსებულ რაოდენობას.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა ვაშინგტონიდან ბელგიის დედაქალაქისკენ, სადაც ის NATO-ს მოკავშირეებთან შეხვედრას დაესწრება, რათა განიხილონ რუსეთის შემოჭრაზე რეაგირება.