logo
ENG



ბაიდენი: ჩვენ ვუპასუხებთ, თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

24 მარ 202221:58
3 წუთის საკითხავი
clock 1771
2022/03/24/vwazjfffr7g7j54.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, მაგრამ "პასუხი იქნება დამოკიდებული სიტუაციაზე".

Associated Press-მა აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხა: .
"თქვენ გააფრთხილეთ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების რეალური საფრთხის შესახებ. გაქვთ თუ არა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი განათავსებს ამ იარაღს, აყენებს მათ პოზიციაზე ან განიხილავს მათ გამოყენებას? და უპასუხებენ თუ არა აშშ ან ნატო სამხედრო მოქმედებით, თუკი მან გამოიყენა ქიმიური იარაღი?" - რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მას არ შეეძლო დაზვერვის ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ დაამატა:

"ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს მას. პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე".

მანამდე, NATO-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.

ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ქიმიური იარაღის გამოყენების მომზადებაში დაადანაშაულოს. მისივე განმარტებით, სხვების დადანაშაულება საბაბის შექმნაა, რათა თვითონ გააკეთონ იგივე.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის "კონფლიქტის ბუნებას".


close დახურვა