თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსი ოლიგარქების თურქეთში ჩასვლა და ბიზნესის კეთება მისთვის მისაღებია.
ჩავუშოღლუმ ამის შესახებ დოჰას ფორუმის კონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ რუსი ოლიგარქებს, ან რუსეთის მოქალაქეებს სურთ თურქეთს ეწვიონ, მათ რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ.
თუ იმას გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა თურქეთში ბიზნესის გაკეთება, რა თქმა უნდა, თუ ეს სამართლებრივად მოხდება და არ დაარღვევს საერთაშორისო სამართალს, მე ამას განვიხილავ. თუ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება მაშინ ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა, თუმცა NATO-ს მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭრეს. ამან შესაძლოა თურქეთი რუსების ინვესტიციებისა და აქტივების შენარჩუნებისთვის ხელსაყრელ თავშესაფრად აქციოს.
აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციით, რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის იახტები თურქეთის კურორტებზე იმყოფება. ის პუტინის სანქცირებული გარემოცვის ერთ-ერთი წევრია.
გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თურქეთი არსებულ სანქციებთან შეერთებას არ გეგმავს და მდიდარი რუსებისგან ქვეყანაში აქტივების შეძენასა და ინვესტიციებს ელის.