logo
ENG



ზელენსკი პარტნიორებს: ვერ ჩამოვაგდებთ რუსულ რაკეტებს თოფებით, თვითმფრინავები გვჭირდება

27 მარ 202202:34
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი პარტნიორებს: ვერ ჩამოვაგდებთ რუსულ რაკეტებს თოფებით, თვითმფრინავები გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ მარიუპოლის ბლოკადის მოსახსნელად ქვეყანას დამატებითი სამხედრო ტექნიკა მიაწოდონ, კერძოდ ტანკები და თვითმფრინავები. 

"უკრაინა ვერ ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს თოფებით, ტყვიამფრქვევებით, რომელთა მარაგი ძალიან დიდია. და მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შეუძლებელია საკმარისი რაოდენობის ტანკების, სხვა ჯავშანტექნიკის და, რა თქმა უნდა, თვითმფრინავების გარეშე. ეს იციან უკრაინელმა სამხედროებმა, იციან მარიუპოლის დამცველებმა, იცის ათასობით მოქალაქემ, რომელიც იქ იღუპება. ეს იციან ამერიკაში. ეს იციან ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ყველას ვუთხარით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა