logo
ENG



ლაბორატორიული ბოდვა - დროება

27 მარ 202221:27
3 წუთის საკითხავი
 

დაპროგრამებული მფრინავი იხვები, ინფიცირებული კოღოები დივერსიული მიზნებისთვის, ფაროსანას ჯარი და ბიოლოგიური იარაღი - ეს რომელიმე მულტფილმის ან ფანტასტიკური ფილმის სცენარი არ გეგონოთ. ეს, ახლა,  უკრაინის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზია. პუტინი ასე ცდილობს თავის მოსახლეობას ტვინები გამოურეცხოს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსების უმეტესობისთვის ეს აბსურდი წარმატებულად მუშაობს. მათ აჯერებენ, რომ უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებში ცხოველებს და ფრინველებს რუსული მოდგმის ადამიანების წინააღმდეგ გეშავენ, რაც ზოგადად, ამერიკელების მიერ, რუსი ერის მოსპობისთვის არის გამოგონილი. ამ სისულელეში საქართველოც მოხვდა და არა პირველად.


close დახურვა