უკრაინისადმი თანადგომა გამოხატეს კინო-აკადემიის დაჯილდოებაზე. ოსკარის 94-ე ცერემონიაზე მონაწილეებმა უკრაინელ ხალხთან სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოხატეს. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს პირველი ცერემონიაა შემსუბუქებული შეზღუდვებით. წარმოდგენამ თავი მაყურებელს უილ სმიტთან დაკავშირებული სკანდალით დაამახსოვრა.