logo
ENG



ქობულეთში ძალადობის გამო ალტ-ინფოს 5 წევრს ბრალი წარუდგინეს

30 მარ 202213:49
3 წუთის საკითხავი
clock 1606

პროკურატურის ინფორმაციით, ქობულეთში ძალადობის გამო პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს 5 წევრს ბრალი წარუდგინეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

ისინი გუშინ, 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

22 მარტს ქობულეთში მოსახლეობამ ალტ-ინფოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიმდინარეობისას ალტ-ინფოს წევრები თავს დაესხნენ მოქალაქეებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა