logo
ENG



გელა აბულაძის საქმე

30 მარ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 

გახარიას თანაგუნდელების დაკავების სერია გრძელდება - პატიმრობა შეეფარდა წალენჯიხის საკრებულოს წევრ გოჩა აბულაძეს, დარბაზშივე დააკავეს წალენჯიხის მერის წარმომადგენელი, ანზორ ფიფიაც. საქმე აღძრულია აბულაძის ხანდაზმული დედის, დის, ბიძაშვილების და სხვა ნათესავების წინააღმდეგ. გამოძიება საკრებულოს წევრს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება. დაცვის მხარე საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და ამბობს, რომ ოცნება წალენჯიხაში მარცხს ვერ ეგუება.


close დახურვა