ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ცხინვალში ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არალეგალური იქნება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა.
ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენულობისა და უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთთან შეერთების შესახებ ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენულობასა და უსაფრთხოებას“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
#Lithuania firmly supports #Georgia’s territorial integrity within its internationally recognized borders. Any referendum by the occupied Tskhinvali region to unify with #Russia will be illegal & void. We call on the int’l community to actively support sovereignty & security.