ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედრავიჩუსი შაბათს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მოკლეს, ქალაქში რომელის შესახებაც რეჟისორმა 2016 წელს დოკუმენტური ფილმი "მარიუპოლისი" გადაიღო.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოცემა ArmyInform.
„მარიუპოლის დატოვებისას რუსმა ოკუპანტებმა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედრავიჩუსი მოკლა, ვინც დოკუმენტური ფილმის "მარიუპოლისის" ავტორია“, - აცხადებს ArmyInform.
კვედრავიჩუსი ცნობილი იყო კონფლიქტის ზონის შესახებ ფილმით "მარიუპოლისი", რომლის პრემიერაც 2016 წელს ბერლინის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.
ეს ფილმი მან ქალაქ მარიუპოლში გადაიღო და ასახავს ალყაშემორყმულ ქალაქში გადარჩენის ძლიერ სურვილს. სტრატეგიული საპორტო ქალაქში, რომელიც დონეცკის რეგიონში მდებარეობს და რუსეთის მეზობლადაა, პრო-რუსული სეპარატისტული ძალები 2014 წლიდან იბრძვიან.
მარიუპოლი, ახლაც რუსულ ალყაშია. ათასობით ადამიანი ქალაქიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. მათ საკვებსა და წყალზე შეზღუდული წვდომა აქვთ.
კვედრავიჩუსი 1976 წელს დაიბადა. მას სოციალური ანთროპოლიგიის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან ჰქონდა მიღებული.