logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბუჩაზე სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება

03 აპრ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბუჩაზე სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების დახოცვას ეხმაურება. 

"შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, რომელსაც რუსეთი ტოვებს. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს". - დაწერა მან ტვიტერზე.  

2 აპრილს უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.  

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ახოცეს. მათ ნაწილს ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.


close დახურვა