logo
ENG



ღარიბაშვილი: უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში

04 აპრ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა სჭირდება. 

მისი განცხადებით, ამისთვის "მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს ტემპები და საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ჰესი აშენდეს". 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირას წარედგინება.

"ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. წლიდან წლამდე გვეზრდება ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან იდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით მომავალ კვირს გვექნება პრეზენტაცია და წარვუდგენთ ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს". - თქვა პრემიერმინისტრმა.  


close დახურვა