უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია:
"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა".
გარდა ამისა, უკრაინა აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ასევე წერს, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.
უკრაინის ვიცე პრემიერმა, ირინა ვერევჩუკმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ საუბარია არა მაკარონისა და წიწიბურის, არამედ სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების კონტრაბანდაზე.