logo
ENG


ვერეშჩუკი კონტრაბანდაზე: საუბარია არა წიწიბურაზე, არამედ საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე
  • 4609ნახვები

ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის  მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.

მე, როგორც ვიცეპრემიერმა, მინდა ვიკითხო, ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ, როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით.

თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?

რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?

თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს.

"ჩვენ ვართ ნეიტრალურები", "ვერ შემოვიტანთ სანქციებს", "მოდით გავხსნათ ფრენები", - არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი, თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით.

განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფორმულასთან ინტერვიუში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა