logo
ENG



ორბანის თქმით, უნგრეთი მზად არის, რუსული გაზის საფასური რუბლით გადაიხადოს

06 აპრ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/xzvjg7p7jnwwnlm.png

უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან ასეთი მოთხოვნა იქნება, მზად არის, რუსული ბუნებრივი აირის საფასური რუბლებით გადაიხადოს. 

ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპას დაემუქრა, რომ არ მიაწვდის ბუნებრივ აირს იმ შემთხვევაში, თუ ისინი მის საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან. 

ევროკავშირის საპასუხო განცხადებით, ის არ დაემორჩილება რუსეთის მოთხოვნას, ვინაიდან თავდაპირველი ხელშეკრულებით, საფასურის გადახდა ევროში იყო გათვალისწინებული. 

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და პოლონეთმა და სლოვენიამ რუსეთისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.

ორბანის დღევანდელ განცხადებამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიჯარტომ თქვა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები "არაფერ შუაში არიან" რუსეთთან გაზის შესყიდვის ორმხრივ შეთანხმებასთან, რომელიც უნგრულ სახელმწიფო კომპანია MVM-სა და რუსულ გაზპრომს შორის გაფორმდა.


close დახურვა