logo
ENG



კრამატორსკის სადგურზე მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

08 აპრ 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/wq4unarm10pyteq.jpg

ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკოს განცხადებით, 98 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

"98 ადამიანიდან, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 ბავშვია, 46 ქალი და 36 კაცი. 12 ადამიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო 38 მოქალაქე თავდასხმის დროს, ადგილზევე დაიღუპა. რუსმა ოკუპანტებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე, რომელსაც სჩადიან ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა კირილენკომ.

თავდასხმა სადგურზე მაშინ მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობდა. 


close დახურვა