logo
ENG



ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის EU-ს წევრობის კითხვარი გადასცა

08 აპრ 202222:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/41y6f09ucxxj4ye.jpg
Reuters

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა ევროკავშირის წევრობის კითხვარი. ამ ნაბიჯით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს რომ ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებულად, რამდენიმე კვირაში მიიღოს.

„რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიური ნგრევისკენ წავა, მაშინ როცა უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიდის, ესაა რასაც მე ვხედავ“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კი აღნიშნა, რომ დამატებით 7 მილიონი ევრო გამოიყო უკრაინაში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების შესაგროვებლად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენაში უკრაინის დასახმარებლად.


close დახურვა