logo
ENG



ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ სსრკ-ის აღდგენას მხარს დაუჭერდა

09 აპრ 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock 773
ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ სსრკ-ის აღდგენას მხარს დაუჭერდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან ინტერვიუში თქვა, რომ მხარს დაუჭერდა საბჭოთა კავშირის აღდგენას. 

"ეჭვგარეშეა, რომ მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, მე მიცხოვრია სსრკ-ის პერიოდში. მინახავს ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებები, ეროვნებას დიდად არ ვასხვავდებით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი". - თქვა ბიბილოვმა. 

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის თქმით, "1930-იან წლებში მნიშვნელოვანი გადამეტებები იყო, თუმცა, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო დიდებული და თამაშობდა არსებით როლს არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის".

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს დე ფაქტო აპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ბიბილოვი მოქმედი ე.წ პრეზიდენტი და კანდიდატია.

ამასთან, ე.წ არჩევნებთან ერთად 2 ე.წ რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს. ერთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას შეეხება, მეორე კი - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

მისი განცხადებით, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. გარდა ამისა, ბიბილოვს მიაჩნია, რომ რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს და ამით აღდგეს ოსეთი. 


close დახურვა