logo
ENG



კიევის რეგიონის ქალაქ ბოროდიანკაში კიდევ 10 უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

09 აპრ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/qy6jnn9h3hklpid.jpg
Reuters

დედაქალაქის სიახლოვეს, რუსული ძალების მიერ განადგურებულ ქალაქ ბოროდიანკაში შაბათს 10 მოქალაქის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას, კიევის რეგიონში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ბოგდან დანილიუკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ, 7 აპრილს განაცხადა, რომ ბოროდიანკაში 26 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. თუმცა მან განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.

ადგილზე მომუშავე BBC-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ბოროდიანკა მიწასთანაა გასწორებული. ზოგიერთი გამოთვლებით ნანგრევებში შესაძლოა რამდენიმე ასეული ადამიანი იყოს.


close დახურვა