logo
ENG



რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა - აზოვის ბატალიონი

11 აპრ 202223:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/uy2paxfx380kbzd.jpg

აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

ბატალიონის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა.

"დაახლოებით 1 საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგე მარიუპოლში მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს. რაშისტებმა ის უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს", - ამბობენ ასოვის ბატალიონში.

არსებობს ინფორმაცია, რომ გამოყენებული ქიმიური ნივთიერება შესაძლოა ზარინი იყოს. ზარინი სირიაში გამოიყენეს. კერძოდ, 2017 წელს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ნივთიერება მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს. მაშინ 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ზარინის მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა. სხვა ნერვული აგენტების მსგავსად, ზარინი უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება. 

 

 

 


close დახურვა