ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან უკრაინაში არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია გაემგზავრებიან.
ფორმულასთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ პარლამენტში, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კაბინეტში უმრავლესობის ლიდერებისა და ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის შეხვედრა იმართებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფორმულამ გაარკვია, რომ უკრაინაში საქართველოდან გაემგზავრება საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც დაკომპლექტდება როგორც ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებით.
ვიზიტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება. უცნობია, ვის შეხვდებიან დელეგაციის წევრები.