logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე ალტ-ინფო

12 აპრ 202216:53
3 წუთის საკითხავი
clock 817
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე ალტ-ინფო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე პრორუსული, ძალადობრივი ტელევიზია ალტ-ინფოს წარმომადგენლებს აკრედიტაციაზე უარი უთხრეს.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებების გამო ღონისძიებაზე არ დაუშვეს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დღეს ალტ-ინფოს ტელევიზიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გუშინ 11 აპრილს გამართულ პრეზიდენტის ბრიფინგზე არ დაუშვეს

მათი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.


close დახურვა