უკრაინაში რადა პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.
დაკავებულის ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.