აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. "მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების" ქვეთავში გასული წლის 5-6 ივლისს ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმაზეა საუბარი.
"წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებსა და იმ პირებზე, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ ამ თემთან არიან დაკავშირებულნი, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებზე. თბილისი პრაიდის დროს ძალადობრივი პროტესტებისა და არეულობის კულმინაცია იყო 5 ივლისის ჰომოფობიური და ანტიდასავლური არეულობა. გაიზარდა ინდივიდუალური თავდასხმებიც. მაგალითად, 30 აპრილს 17 წლის ტრანსგენდერ გოგო ორი უცნობი პირი დაესხა თავს, რომლებმაც ის სცემეს, დაუმტვრიეს მობილური ტელეფონი და ტრანსფობიური რიტორიკა გამოიყენეს. აღნიშნული დანაშაულში პირველ მაისს ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომლებიც სასამართლომ საკმაოდ დაბალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ძალადობრივი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. 7 ივნისს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა; წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო განხილვა გრძელდება", - ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა ან არ იცავდა ადამიანის თავისუფალი შეკრების უფლებას, მაგალითად, 5 ივლისი მოჰყავს, სადაც აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად არ იყო მიღებული შესაბამისი ზომები:
"დაახლოებით 3000-მა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა არეულობა მოაწყო თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო ადგილი გაანადგურა, თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და სხვა პირებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც დაგეგმილ ღონისძიებას, ღირსების მარშს უადგილო და "სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის" შეთქმულება უწოდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის გაღვივებას", - წერია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშებსა და ვიდეორგოლებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო დაეკავებინა ულტრამემარჯვენე აქტორები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიციას, ჟურნალისტებსა და სხვა პირებს, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ ღირსების მარშთან ან დასავლურ ღირებულებებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
"ჯგუფმა სცადა პარლამენტზე თავდასხმა, მაგრამ ვერ შეძლო და ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა, რომელიც პარლამენტის წინ ფრიალებდა. ერთი პოლონელი ტურისტი დანით დაიჭრა, რადგან თითქოსდა ლგბტ თემთან იყო დაკავშირებული. ლგბტ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მათზე ნადირობდნენ, რადგან ადგილებს, სადაც თავშესაფარს ეძებდნენ, ულტრამემარჯვენე ჯგუფები პოულობდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს, რომ ისინი მთავრობის დახმარებით აღმოაჩინეს. დღის განმავლობაში შსს-ს არ მიუღია ზომები არეულობასთან გასამკლავებლად. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე სამინისტროს წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს ორგანიზატორებზე, რათა გაეუქმებინათ ღირსების მარში და განაცხადეს, რომ ვერ დაიცავდნენ შეკრების უფლებას, რადგან 20-დან 50 ათასამდე კონტრდემონსტრანტს ელოდებოდნენ.
ძალადობა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან, მთავრობის კომენტარები და უსაფრთხოების ძალების უმოქმედობა ფართოდ დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და საერთაშორისო საზოგადოებამ", - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებელი პირების დასაკავებლად ოფიციალური დაკავებები არ განხორციელებულა.
რაც შეეხება ლაშქარავას საქმეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია:
"გარდაცვალებიდან მალევე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტააცისკენ და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.