შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო სტეფანჩუკმა გამოაქვეყნდა და დაწერა:
"მოხარული ვარ, ვუმასპინძლო შალვა პაპუაშვილს, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ხალხი ელოდება.
შეხვედრაზე განვიხილეთ აგრესორ ქვეყანაზე სანქციების დაწესების საკითხი, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი და უკრაინის აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარება.
მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, მნიშვნელოვანია სოლიდარობის და მხარდაჭერის ჩვენება.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძლიერია და ასეც გაგრძელდება".
შალვა პაპუაშვილი საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინაში ჩავიდა. დელეგაციაში მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.
ენმ-ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. კერძოდ, ქვეყანაში ჩავიდა ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. მათთან ერთად არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.