
ჯო ბაიდენმა ბარაკ ობამას განუცხადა, რომ 2024 წელს ხელახლა იყრის კენჭს. ამის შესახებ The Hill იუწყება.
გამოცემა ორ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, რომელთაგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ "ბაიდენს სურს კენჭისყრა და ის ამის შესახებ აცნობებს ყველას".
უცნობია, როდის ესაუბრა ბაიდენი ობამას თავის გეგმებზე, მაგრამ ობამა თეთრ სახლს ამ თვის დასაწყისში ეწვია.
ბაიდენი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იყო 2009 წლიდან 2017 წლამდე. მან საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს მოიგო, რითაც დაამარცხა დონალდ ტრამპი.