პროკურატურის ინფორმაციით, 24 ივნისს ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორმა პირმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა, 68 წლის კაცს სცემა, პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედების შესრულება აიძულა, ვიდეო გადაიღო და გავრცელების მუქარით თანხა მოსთხოვა. პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი შუამდგომლობის საფუძველზე ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
68 წლის კაცზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა ემუქრება
29 ივნ 202213:08
3 წუთის საკითხავი