logo
ENG



კონგრესის დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

22 აპრ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 

კონგრესის დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღება გაამახვილეს, სასამართლო სისტემა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კონგრესმენმა დევიდ სისილინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თემაზე ოპოზიციის წუხილი გათვალისწინებული იყოს.

"როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი განიხილავენ, გათვალისწინებული იყოს"- განაცხადა სისილინმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების შემდეგ, კონგრესის დელეგაცია შეხვედრებს მართავს მთავრობის ადმინისტრაციაში. გუშინ ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც შეხვდნენ.


close დახურვა