logo
ENG



საფრანგეთი უკრაინას საარტილერიო აღჭურვილობას გაუგზავნის

22 აპრ 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/p0ryi64l2lfekle.jpg
MINARM

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ძალებს საარტილერიო აღჭურვილობას, კერძოდ Milan-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Caesar ქვემეხებს მიაწვდის.

„ყველა იღებს თავის პასუხისმგებლობას, საკუთარი პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნებით, მე არ ვერევი სხვების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ [გერმანიასთან ერთად] კოორდინირებულად ვმოქმედებთ. გუშინწინ მე ვესაუბრე კანცლერ შოლცს ამ საკითხზე.

ჩვენ [უკრაინას] ვაწვდით დამატებით აღჭურვილობას Milan-დან დაწყებული Caesars-ით დამთავრებული და რამდენიმე ტიპის იარაღს. ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული, ყოველთვის წითელი ხაზებით, რაც გულისხმობს ომში არ ჩართვას“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Caesar ფრანგული წარმოების სატვირთო მანქანაა, რომელიც 155 მმ კალიბრის იარაღითაა აღჭურვილი და შეუძლია 40 კმ დაშორებით არსებულ სამიზნეს დიდი სიზუსტით ესროლოს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას 12 ერთეულ Caesar ქვემეხს გაუგზავნის და 40 უკრაინელ სამხედროს საფრანგეთში გაწვრთნის.


close დახურვა